8 მაისს გადამფრენ ფრინველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

საქართველოს დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვან საარსებო გარემოს წარმოადგენს გადამფრენი და მობუდარი ფრინველებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიები, სადაც ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დერეფანი გადის.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, წელიწადის სხვადასხვა დროს შთაბეჭდილებებით აგავსებთ წყალმცურავი, მობინადრე და მიმომფრენი ფრინველების მიერ შექმნილი საოცარი პეიზაჟები, მათზე დაკვირვება სპეციალურად მოწყობილი სათვალთვალო კოშკურებიდან კი განსაკუთრებით სასიამოვნო და ემოციებით სავსე პროცესია