ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აწყურის უბანზე გაურკვეველ ვითარებაში ხანძარი გაჩნდა. იმავე დღეს, პარკის რეინჯრები მობილიზდნენ და უბნის უფროსთან ერთად ადგილზე გავიდნენ.

ხანძარი ძირითადად გავრცელდა ტყის ქვედა ფენაში. ძირითადად დაიწვა ბალახოვანი საფარი. ხანძრის ჩაქრობის დროს, დღის მეორე ნახევარში სამუშაოები საკმაოდ გართულდა, ვინაიდან ამოვარდა ძლიერი ქარი და წარმოიშვა საშიშროება ხანძრის გავრცელების, თუმცა, რეინჯერების და ახალციხის სამაშველო-სახანძრო სამსახურის თანამშრომლების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად მოხდა მისი ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სადღეღამისო მონიტორინგი აწყურის უბნის რეინჯერების მიერ, რათა არ მოხდეს მცირე კერების გაღუება და ხანძრის გაჩენა. დამწვარია დაახლოებით 0.3 ჰა.