ბორჯომ-ხარაგაულში დაღუპული რეინჯერის ოჯახის დახმარება
ბორჯომ-ხარაგაულში დაღუპული რეინჯერის ოჯახის დახმარება
მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, დაცული ტერიტორიების საგენტოს თავჯდომარე, გიორგი შონვაძემ დაბა ხარაგაულში ღირსების ორდენი გადასცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერის მერაბ არევაძის ოჯახს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს დონორმა ორგანიზაციამ ჩნფ (კავკასიის ბუნების ფონდი) დაღუპულის ოჯახისთვის ერთჯერადად 5000 ლარით გამოყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფონდი მიმდინარე წლის მაისის თვიდან, ყოველ თვიურად, გარდაცვლილის შვილებს სრულწლოვნობამდე, გადაუხდის 300 ევროს ექვივალენტს ლარში.
დაცული ტერიტორიების ქსელის ევროპის ყველაზე ღირებულმა ორგანიზაცია ,,ჵან პარკ ფოუნდატიონ’’-მა გამოყო 500 ევრო დაზარალებული ოჯახისთვის.
დაღუპულის ოჯახმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 000 ლარი მიიღო დახმარების სახით.
დაცული ტერიტორიების სააგენტო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას, დაღუპული რეინჯერის ოჯახის მიმართ და მადლობას უხდის ორგანიზაციებს დახმარებისათვი