ჭაჭუნას აღკვეთილში მდინარე ივრის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს

ჭაჭუნას აღკვეთილში მდინარე ივრის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს.
ჭაჭუნას აღკვეთილის ტერიტორიაზე, მდინარე ივრის ჭალის ტყის აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს. ჭალის ტყის აღდგენის ერთ-ერთი ღონისძიებაა გაბიონის მოწყობა, რომელიც გულისხმობს მდინარის კალაპოტის ნაწილობრივ გადაკეტვას მარტივი კონსტრუქციით - ბარაჟით (ქვაყრილით). ქვაყრილი ეწყობა მდინარის დონის აწევის მიზნით, რაც იწვევს ჭალის ტყის საჭირო და სასიცოცხლოდ აუცილებელი რაოდენობის წყლით უზრუნველყოფას. შედეგად, იწყება ჭალის ტყის სახეობრივი მრავალფეროვნების და სტრუქტურის აღდგენის პროცესები.
სწორედ ასეთი პირველი კონსტრუქცია მოეწყო ჭაჭუნას აღკვეთილში, მდინარე იორზე, 2020 წელს, რომლის პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, მიმდინარე ეტაპზე, მდინარე იორის კიდევ ერთ მონაკვეთზე, მეორე გაბიონი მოეწყო.
დაცული ტერიტორიების სააგენტო, ლანდშაფტის აღდგენისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიზნით, წლებია ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. აღნიშნული პროექტი „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო“-სთან ერთად მიმდინარეობს.