დაცული ტერიტორიების სააგენტომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სატყეო სააგენტოს, მელიორაციის დეპარტამენტის და გარემოსდაცვითი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სტუმრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვის სისტემა, დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები, ეკოტურიზმის განვითარების პოლიტიკა და შედეგები გააცნო; ასევე, ბიომრავალფეროვნების და გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ გაუზიარა გამოცდილება.
აღნიშნული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის დელეგაციის წევრები ალგეთის ეროვნულ პარკს ეწვივნენ, სადაც პარკის უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ტურისტული სერვისებისა და რეინჯერთა საქმიანობის სპეციფიკის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.