დაცული ტერიტორიების სააგენტომ თუშეთობის სახალხო დღესასწაულში „თუშეთობა 2025“ მიიღო მონაწილეობა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ თუშეთობის სახალხო დღესასწაულში „თუშეთობა 2025“ მიიღო მონაწილეობა
თუშეთობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, რომელიც სოფელ ომალოში, თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში გაიმართა, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ეროვნული პარკების სტენდი წარადგინა.
ღონისძიებაზე დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს, ასევე, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას, რომელიც ვიზუალური და ტექსტური მასალების სახით იყო წარმოდგენილი.
თუშეთის ეროვნული პარკი საქართველოს გამორჩეული დაცული ტერიტორიაა. ეროვნულ პარკში ფუნქციონირებს 11 ტურისტული მარშრუტი, რომლებიც თუშეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტების დიდ ნაწილს მოიცავს.