დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, მოსწავლეებს ლექცია-სემინარი თემაზე „დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა“ ჩაუტარდათ

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, მოსწავლეებს ლექცია-სემინარი თემაზე „დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა“ ჩაუტარდათ.
133-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნებზე, ბიომრავალფეროვნებაზე, კატეგორიებსა და ზონირებაზე, ეკოტურისტულ სერვისებზე, ასევე, დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობების შესახებ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები. აღნიშნული მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს და მოიცავს სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებას — ლექცია-სემინარებს, გამწვანების აქციებსა და ეკოტურებს. ეკოგანათლების მთავარი მიზანია ახალგაზრდა თაობის ბუნებასთან დაახლოება, საქართველოს უნიკალური დაცული ტერიტორიების გაცნობა და მათი მნიშვნელობის სწორად აღქმის ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ, ყოველწლიურად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებებში ქვეყნის მასშტაბით 70 000-ზე მეტი მონაწილე ერთვება.