დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადება!

ბოლო წლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ალგეთის ეროვნული პარკის დაშბაშის კანიონი დიდი პოპულარობით სარგელობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებში.
ყოველწლიურად იზრდება კანიონის მნახველების რაოდენობა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანიონზე უსაფრთხო ტურიზმის განვითარების მიზნით, ადგილზე დაიწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.
ტერიტორიაზე მოეწყობა ბილიკები, ხიდები, აშენდება ვიზიტორთა ცენტრი.