დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებისთვის ეფექტიანი კომუნიკაციის სახელმძღვანელო იქმნება. სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსიის განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებისთვის ეფექტიანი კომუნიკაციის სახელმძღვანელო იქმნება.
სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსიის განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა.
დაცული ტერიტორიების ეფექტიანი მართვა ეფუძნება როგორც ბუნებრივი გარემოს დაცვას, ისე ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებთან ეფექტიან კომუნიკაციას, სადაც რეინჯერებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ. სახელმძღვანელო რეალურ სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკულ მაგალითებს ეყრდნობა, რის საფუძველზეც შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარეობს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვა დაცული ტერიტორიების მდგრადი ფუნქციონირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში ჩართული არიან შესაბამისი ექსპერტები. დოკუმენტი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით იქმნება.