დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა.
სააგენტოს თავმჯდომარემ პარკში მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილეებმა არსებული გამოწვევების და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
კოლხეთის ეროვნული პარკი იუნესკოს მიერ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობადაა აღიარებული. პარკი გამორჩეულია არა მხოლოდ უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, არამედ სილამაზით. კოლხეთის ეროვნილი პარკი ვიზიტორებს მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისს სთავაზობს: პანტონის, კაიაკისა (საწყალოსნო მსუბუქი ნავი)და კატერის ტურებს, ასევე ღამისთევის შესაძლებლობებს როგორც სასტუმროს ტიპის ნომრებში, ისე ვიზიტორთა ცენტრის ეზოში განთავსებულ კომფორტულ კოტეჯებში.