დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციის საქმიანობას გაეცნო.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციის საქმიანობას გაეცნო.
ბესიკ ამირანაშვილი რეინჯერებს შეხვდა და არსებულ გამოწვევებზე, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და სამართალდარღვევების პრევენციის მიმართულებით გაწეულ მუშაობაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
სააგენტოს თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო ვიზიტორთა ცენტრისა და საგამოფენო სივრცის რეაბილიტაციის სამუშაოებს და ტურისტული სეზონის მიმდინარეობის საკითხებს.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, თავისი მრავალფეროვანი მარშრუტებითა და უნიკალური ეკოსისტემებით, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად რჩება როგორც ლაშქრობის, ისე ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის.
განახლებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვიზიტორთა მომსახურების ხარისხს და ხელს შეუწყობს ტურისტული სერვისების განვითარებას.