დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებს და რეინჯერებს შეხვდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებს და რეინჯერებს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში, თავმჯდომარემ მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერა, გაეცნო მაჭახელას ეროვნული პარკის საქმიანობას როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების, ისე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით.
მაჭახელას დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში წარმოდგენილ საგამოფენო სივრცეს საინფორმაციოსთან ერთად, საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. მასში წარმოდგენილია მაჭახელას ხეობის უნიკალური კულტურისა და ბიომრავალფეროვნების ნიმუშები. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ინფორმაცია მიიღონ მაჭახელას ხეობის ისტორიისა და კულტურის შესახებ, ასევე დაგეგმონ მათთვის საინტერესო სალაშქრო მარშრუტები.