დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლებზე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლებზე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ოკაცეს კანიონის ახალი ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა, დეტალური ინფორმაცია მიიღო აღნიშნულ ტერიტორიებზე შესრულებული და მიმდინარე ეკოტურისტული და სარეკრეაციო პროექტების შესახებ.
ბესიკ ამირანაშვილი მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციების თანამშრომლებს და რეინჯერებს შეხვდა. გაეცნო მათ საქმიანობას, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების, მონიტორინგის, სამართალდარღვევების პრევენციის, ისე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით და არსებულ გამოწვევებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა. განისაზღვრა და დაიგეგმა მომდევნო წლისთვის განსახორციელებელი სამუშაოები და პროექტები.