დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი მტირალას ეროვნულ პარკში ადმინისტრაციის საქმიანობას გაეცნო

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი მტირალას ეროვნულ პარკში ადმინისტრაციის საქმიანობას გაეცნო.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი რეინჯერებს შეხვდა და არსებულ გამოწვევებზე, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და სამართალდარღვევების პრევენციის მიმართულებით გაწეულ მუშაობაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მიმდინარე ეტაპზე მტირალას ეროვნულ პარკს 14 რეინჯერი იცავს.
აღსანიშნავია, რომ მტირალას ეროვნული პარკი თავისი მრავალფეროვანი მარშრუტებითა და უნიკალური ეკოსისტემებით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა როგორც ლაშქრობის, ისე ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის. ის ბოლო რამოდენიმე წელია ვიზიტორთა სიმრავლით ყველაზე მონახულებად 5 დაცულ ტერიტორიას შორის იკავებს ადგილს.