დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ვაშლოვანისა და ჭაჭუნას ეროვნული პარკების ადმინისტრაციებში

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ვაშლოვანისა და ჭაჭუნას ეროვნული პარკების ადმინისტრაციებში. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ადმინისტრაციების საქმიანობა, არსებული გამოწვევები და მიმდინარე პროექტები.
ბესიკ ამირანაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე უკვე შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვიზიტორთა მარშრუტების გაუმჯობესებას, რომლის ფარგლებში ბილიკებზე განახლდა მანიშნებლები და საინფორმაციო დაფები, რაც ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყო წყლის სისტემა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებისთვის. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მათ შორის ბუნგალოების, საპიკნიკე სივრცეების და მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.