დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ბესიკ ამირანაშვილმა კინტრიშის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე თანამშრომლებს ახალი დირექტორი — დენის პერმინოვი წარუდგინა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ბესიკ ამირანაშვილმა კინტრიშის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე თანამშრომლებს ახალი დირექტორი — დენის პერმინოვი წარუდგინა.
ბესიკ ამირანაშვილმა ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა როგორც ეროვნული პარკის მართვის, ასევე ადმინისტრაციის განვითარებისა და გაძლიერების საქმეში.
კინტრიშის დაცული ტერიტორია 1959 წელს შეიქმნა და დღეისათვის ორი კატეგორიის ტერიტორიას მართავს: კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალსა და კინტრიშის ეროვნულ პარკს. კინტრიშის ეროვნული პარკი საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიაა. იგი ერთ-ერთია იმ ოთხ დაცულ ტერიტორიას შორის, რომლებიც 2021 წელს UNESCO-ს მიერ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას შეემატა.