დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ნათია კობახიძემ ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლზე სამუშაოები დაათვალიერა

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ნათია კობახიძე, თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი გელაშვილი და აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის კოორდინატორი პაატა შანშიაშვილი ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლს სტუმრობდნენ. მათ ადგილზე განიხილეს ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლის ინფრასტრუქტურის საპროექტო წინადადება და სამომავლო გეგმები.
ამ ეტაპზე მოწყობილია ვიზიტორთა ცენტრი და საფეხმავლო ბილიკები. მათ ასევე დაათვალიერეს ის ადგილები, სადაც პოტენციურად შესაძლებელია ინფრასტრუქტურის მოწყობა.