ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა

2020 წლის 15 სექტემბერს 12:00 საათზე „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის განხილვა გაიმართება ონლაინ რეჟიმში.
"ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის" პროექტი შემუშავდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, ეროვნული კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ, ასევე სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნების და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული - დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ - დებულების შესაბამისად.
ონლაინ განხილვაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, 11 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები შემდეგ მისამართზე: "pr.apa.gov@gmail.com". აღნიშნული ელექტრონული ფოსტიდან თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ ონლაინ განხილვის შესაბამის ბმულს (ონლაინ განხილვა ჩატარდება ზუმის საშუალებით). დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ შენიშვნების წარმოდგენა ელექტრონული ფორმით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: "pr.apa.gov@gmail.com"
იხილეთ თანდართული ფაილები:
დოკუმენტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე აიტვირთა 2020 წლის წლის 13 აგვისტოს.