ეროვნული პარკების სახასიათო პერსონაჟის კონკურსის გამარჯვებული გამოვლენილია.

ეროვნული პარკების სახასიათო პერსონაჟის კონკურსის გამარჯვებული გამოვლენილია.
გამარჯვებული ნამუშევარი საზოგადოებისთვის ცნობილი 31 ივლისს, რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში, რომელიც ეროვნული პარკებისთვის სახასიათო პერსონაჟის შერჩევას ისახავდა მიზნად, სულ 183 ნამუშევარი შემოვიდა, საიდანაც ფინალურ ეტაპზე 10 საუკეთესო გადავიდა.
ნამუშევრები შეაფასა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის წევრებმაც გამარჯვებული დეტალური განხილვისა და დისკუსიის შედეგად გამოავლინეს.
კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც პროფესიონალმა დიზაინერებმა, ისე მოყვარულებმა მთელი საქართველოს მასშტაბით.
შერჩეული პერსონაჟი იქნება ეროვნული პარკების ვიზუალური სიმბოლო, ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების გაძლიერებას.