ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები ქალებისთვის განკუთვნილი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები ქალებისთვის განკუთვნილი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის – „ეკონომიკური გაძლიერებისა და შემოსავლების მომტანი საქმიანობების ხელშეწყობა ქალებისთვის“ ფარგლებში შეირჩა ინიციატივები, რომლებიც ემსახურება ქალების ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებასა და სოფლის მდგრად განვითარებას.
კონკურსი მიზნად ისახავს ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარე თემებში მცხოვრები ქალების და ქალთა ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კონკურსის შედეგად შეირჩა 16 გამარჯვებული პროექტი, რომელთა მხარდაჭერისთვის საგრანტო დაფინანსება შეადგენს ჯამში 33 515 ლარს.
გამარჯვებული პროექტები ხელს შეწყობს მეფუტკრეობის, საკონდიტრო ჩირების, ყვავილების კარაქის, ასევე, ტენილი ყველის წარმოების განვითარებას, ჭრა-კერვის სახელოსნოს მოწყობას.
კონკურსი ჩატარდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.