ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა დაცული ტერიტორიების სააგენტოში გაიმართება.

თარიღი: 2025 წლის 22 ოქტომბერი

დრო: 12:00 საათი

მისამართი: ვლადიმერ წითლანაძის პირველი შესახვევი #1, დაცული ტერიტორიების სააგენტო

 

  მენეჯმენტის გეგმის მიზანია განსაზღვროს კონკრეტული დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები.

დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ, დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული შენიშვნები და რეკომენდაციები შეძლებისდაგვარად აისახება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

დოკუმენტი მომზადდა გერმანიის მთავრობის KFW/SPPA დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო მხარდაჭერით, ეროვნული და საერთაშორისო კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ფშავ-ხევსურეთის ადმინისტრაციის მიერ. მენეჯმენტის გეგმის პროექტი შემუშავდა ადგილობრივი „მრჩეველთა რეგიონული საბჭოს“, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

მენეჯმენტის გეგმის სანახავად ეწვიეთ ბმულს

საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: info@apa.gov.ge