გაიცანით საქართველოს ეროვნული პარკების სახასიათო პერსონაჟი - “მალი”.

გაიცანით საქართველოს ეროვნული პარკების სახასიათო პერსონაჟი - “მალი”.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ სახასიათო პერსონაჟის კონკურსში გამარჯვება ფოცხვერმა „მალიმ“ მოიპოვა.

ფოცხვერი „მალი“ არის ნანა ბაღათურიასა და ლევან მამსიკაშვილის ნამუშევარი, რომელიც ჟიურის მიერ იქნა შერჩეული.

ფოცხვერ „მალის“ აქვს საინტერესო ისტორია-ლეგენდა, რომელსაც შემდეგ პოსტებში გაგიზიარებთ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 183-მა ნამუშევარმა. თითოეულ მონაწილეს ვუხდით მადლობას აქტიურობისა და საინტერესო ნამუშევრების წარმოდგენისთვის