კოლხური ხოხბის პოპულაციის აღდგენის მიზნით, თბილისის ეროვნულ პარკში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა 100 ფრთა ადგილობრივი სახეობა ველურ ბუნებაში გაუშვეს

კოლხური ხოხბის პოპულაციის აღდგენის მიზნით, თბილისის ეროვნულ პარკში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა 100 ფრთა ადგილობრივი სახეობა ველურ ბუნებაში გაუშვეს.
კოლხური ხოხობი საქართველოს უძველესი ბინადარია და ველურ ბუნებაში გაშვება ხელს უწყობს მისი პოპულაციის მომრავლებასა და ბუნებრივ არეალში აღდგენას. თბილისის ეროვნულ პარკს 100 ფრთა კოლხური ხოხობი სოფელ ჭორვილას მეფრინველეობის ფერმამ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიებზე სახეობების აღდგენა და კონსერვაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს.