ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი საბჭოს შეხვედრა გაიმართა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში” პროექტის განმახორციელებელი საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელი დირექტორი ტობიას მიუნხმაიერი და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა პროექტის 2022 წლის იანვარი-ივნისის შედეგები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. საუბარი შეეხო პროექტის ფარგლებში მიმდინარე SMART სისტემის საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დანერგვას, რომლის ფარგლებში, მოხდა 12 ტერიტორიული ადმინისტრაციის რეინჯერების გადამზადება, სპეციალური SMART-მოწყობილობებით რეინჯერთა აღჭურვა, რაც დაცული ტერიტორიების მართვისა და რეინჯერთა პატრულირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინერგება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ონლაინ სწავლების პლატფორმა, რომელზეც თითოეულ თანამშრომელს საშუალება აქვს, გაიაროს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.
მომდევნო 6 თვის განმავლობაში განსახორციელებელ აქტივობებს შორის, ყურადღება გამახვილდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ქვაბისხევის კომპლექსის პროექტირების საკითხზე, რომელიც კიდევ უფრო საინტერსოს და კომფორტულს გახდის პარკში მოგზაურობას. ასევე, მოხდება დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კვლევა.
პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში” მიზანია დაცული ტერიტორიების მართვის შესაძლებლობებისა და ეფექტურობის გაუმჯობესებით გლობალურად მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების დაცვა/შენარჩუნება.
GEF/UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ არის 5 წლიანი (2018-2023) „ტექნიკური დახმარების“ პროექტი, რომელიც ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. საქართველოში ამ პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მხარეა კავკასიის ბუნების ფონდი