ლაგოდეხის დაცულმა ტერიტორიებმა საგანმანათლებლო პროექტის „დაიცავი შენი მწვანე სივრცე“ დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნების...

ლაგოდეხის დაცულმა ტერიტორიებმა საგანმანათლებლო პროექტის „დაიცავი შენი მწვანე სივრცე“ დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნების დაცვაში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლა „მთიების” მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგინეს სამეცნიერო ნაშრომები ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიური ინოვაციების, მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმართულებებით.
ღონისძიება განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით, რომელიც აქტიურად აგრძელებს ეკოგანათლების მიმართულებით მუშაობას და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობით ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობაში ბუნებისადმი პასუხისმგებლობის გაზრდას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებულ ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში 70 000-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო.