მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.

მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.
ბესიკ ამირანაშვილმა დაათვალიერა როგორც ადმინისტრაციული შენობა, ასევე ახლად მოწყობილი ტურისტული კოტეჯი. აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურისტული მომსახურების განვითარებას და ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.
მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სულ რაღაც 40 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს, რაც ქმნის იდეალურ შესაძლებლობას ყოველდღიური რუტინისგან განტვირთვისა და ბუნებაში დროის გატარებისთვის.