რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის გამართული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის გამართული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის „მცირე საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობა“ - გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსში სულ 31 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 17 ბენეფიციარი შეირჩა. გამარჯვებული პროექტების საერთო საგრანტო დაფინანსებამ 14 982 ლარი შეადგინა.
დაფინანსებული ინიციატივები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცირე საოჯახო ბიზნესების განვითარებას, ტურისტული სერვისების გაუმჯობესებასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას, მათ შორის მეფუტკრეობის განვითარება, საცხენოსნო ტურიზმის ხელშეწყობა, საოჯახო სასტუმროების აღჭურვა, სწრაფი კვების ობიექტის შექმნა და სხვა მცირე ბიზნეს ინიციატივების განხორციელება.
საგრანტო კონკურსის მიზანია რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა და მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსი განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ პროექტის -„ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით
