რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი თემაზე „შინამეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ გამოცხადდა

რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი თემაზე „შინამეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ გამოცხადდა
კონკურსისთვის „მცირე საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობა“ განაცხადების მიღება დაიწყო.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლას მკვიდრ მოსახლეობას, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ადგილობრივ პირთა ჯგუფებს.
კონკურსის მიზანია რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარების ხელშეწყობა, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების მხარდაჭერით.
კონკურსი ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, პროექტის – „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.
კონკურსი გაიმართება 2026 წლის 7 ივლისს, 12:00 საათზე, სოფელ გლოლას ადმინისტრაციულ შენობაში.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 6 ივლისი, 17:00 საათი.
განაცხადები მიიღება სოფელ გლოლას ადმინისტრაციულ შენობაში.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი: 15 000 ლარი.
მონაწილეობის პირობები და დეტალები იხილეთ კონკურსის სრულ აღწერაში: https://shorturl.at/eapap
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ლამარა ბოჭორიშვილი 598 211 915
გისურვებთ წარმატებას!