რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.
საგრანტო კონკურსისთვის „ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა“ განაცხადების მიღება მიმდინარეობს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გომსა და ჯინჭვისში მცხოვრებ მოსახლობას.
საგრანტო კონკურსი გამოცხადდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ (BSLD) ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
კონკურსი ჩატარდება: 2025 წლის 5 აგვისტოს
მდებარეობა: სოფ ჯინჭვისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: არაუგვიანეს 2025 წლის 4 აგვისტოს 17:00 საათისა
გთხოვთ, იხილოთ განაცხადის ფორმა: https://tinyurl.com/yc4yrt2f
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/3ry3wykn
განაცხადი უნდა წარადგინოთ ზემოაღნიშნულ მისამართზე და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ჯამური საგრანტო ბიუჯეტი:15 000 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ლამარა ბოჭორიშვილი 598 21 19 15
წარმატებებს გისურვებთ!