საახალწლო აქცია პრომეთეს მღვიმეში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ , დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარესთან ლაშა მოისწრაფიშვილთან ერთად, იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე - პრომეთეს მღვიმეში გამართულ საახალწლო აქციაში მიიღო მონაწილეობა. 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, მღვიმის დასათვალიერებლად მისულ მოსწავლეებს გიდის ნაცვლად, თოვლის ბაბუამ უმასპინძლა. აქციაში წყალტუბოს რაიონის საჯარო სკოლის 30-მა მოსწავლემ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა. 

საახალწლო აქცია პრომეთეს მღვიმეში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.