საგრანტო ხელშეკრულება კავკასიის ბუნების ფონდთან

კავკასიის ბუნების ფონდმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი ჯამში, 662 500 ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო. ამის თაობაზე საგრანტო ხელშეკრულება დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, საგრანტო თანხა ბორჯომ-ხარაგაულის, ფშავ-ხევსურეთისა და მტირალას ეროვნულ პარკების სხვადასხვა საჭიროებებს მოხმარდება.

ხელშეკრულება 2016 წლიდან 2018 წლამდე პერიოდს მოიცავს. ხელშეკრულებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ მორისონმა მოაწერეს ხელი.

დღესვე, გიგლა აგულაშვილმა კავკასიის ბუნების ფონდის ახალ აღმასრულებელ დირექტორ ჯეფ ჯიაკომინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.