საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა  დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებმა, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და სამეცნიერო სფეროს ექსპერტებმა მიიღეს.

სხდომაზე 4 ძირითადი საკითხი განიხილეს: ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გერგეტისაკენ მიმავალი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით 800 ძირი ხის ჭრის საჭიროების შესახებ გზების დეპარტამენტის მიერ ჩასატარებელი სამუშაოებისთვის; ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოებასთან დაკავშირებით -  გეგმარებითი ტერიტორიის შემცირების საკითხი; კინტრიშის დაცული ტერიტორიების რეკატეგორიზაციის საკითხი - UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში წარდგენასთან  დაკავშირებით და არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის საკითხი.