სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლისა და ოკაცეს ჩანჩქერის პროექტის საჯარო განხილვა დაცული ტერიტორიების სააგენტოში გაიმართება
სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლისა და ოკაცეს ჩანჩქერის პროექტის საჯარო განხილვა დაცული ტერიტორიების სააგენტოში გაიმართება.
თარიღი: 2026 წლის 4 სექტემბერი
დრო: 12:00 საათი
მისამართი: ვლადიმერ წითლანაძის პირველი შესახვევი #1, დაცული ტერიტორიების სააგენტო
მენეჯმენტის გეგმის მიზანია განსაზღვროს კონკრეტული დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები.
დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ, დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული შენიშვნები და რეკომენდაციები შეძლებისდაგვარად აისახება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.
მენეჯმენტის გეგმის პროექტის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/X1ZZU
საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: info@apa.gov.ge
