სამხრეთ კავკასიაში ბუნების კონსერვაციისათვის მე-3 ფაზა იწყება

ბოტანიკურ ბაღში, ბოტანიკის ინსტიტუტის შენობაში, გაიმართა პროექტის “ტრანსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაში” მეორე ფაზის დასკვნითი შეხვედრა, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით.

პროექტის მეორე ფაზის ძირითადი მიზნებს წარმოადგენდა გარემოს დაცვითი სექტორის განვითარება, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დაცული ტერიტორიების მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობა.

შეხვედრისას WWF-ის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში გიორგი სანადირაძემ და KFW-ს პროექტების მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში ანდრეას ვაიცელმა ხელი მოეწერეს საგრანტო ხელშეკრულებას მესამე ფაზის დაწყების შესახებ და პროექტი განხორციელებული იქნება WWF-ის კავკასიის პროგრამის ოფისის მიერ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში. გრანტის მოცულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეადგენს 5 მილიონ ევროს. აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების გაძლიერებას.

TJS მხარს უჭერს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტროებს და დაცული ტერიტორიების მმართველ სტრუქტურებს რეგიონალური თანამშრომლობის გაუმჯობესებასა და ბუნების კონსერვაციის სექტორის განვითარებას.