შეხვედრა გარდაბანში მცხოვრებ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობასთან

შეხვედრა გარდაბანში მცხოვრებ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობასთან
2013 წლის 18 დეკემბერს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ჩასახლე-
ბულ ფშავ-ხევსურეთის მკვიდრ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანს მოსახლეობისათვის ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნის კანონპროექტის განხილვა წარმოადგენდა, რომელიც ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერით არის ინიცირებული. ფშავ-ხევსურეთი დაცული ტერიტორიის სტატუსით ფუნქციო-ნირებას 2015 წლიდან დაიწყებს.
აღნიშნულ შეხვედრას პარლამეტის გარემოს დაცვითი კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი, ასევე ახმეტის მუნიციპა-ლიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ სოფელ გამარჯვებაში ფშავ-ხევსურების ჩასახლება გასული საუკუნის 60-ინ წლებში დაიწყო, თუმცა მათი ნაწილი ცდილობა ზაფხულის პერიოდში მაინც სწვეოდა მთაში დატოვებულ სახლ-კარს. ხოლო ბოლო წლების მანძილზე კი, მკაფიო გახდა მათ მიერ სხვადასხვა მიზეზების გამო მამა-პაპისეული მიწების საბოლოოდ მიტოვების ტენდენცია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეცედენტი მთა-თუშეთის მოსახლეობაშიც იყო დაფიქსირებული. 2003 წელს თუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნამ მნიშვნელოვნად შეცვალა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომა-რეობა, განვითარდა ეკო-ტურიზმი და საოჯახო სასტუმროების ქსელი, მოსახლეობას მიეცა დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალება. შესაბამისად, ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო თუშეთი დაბრუნება, რეგიონში გაჩნდა როგორც ზაფხულში მაცხოვრებელი, ასევე მოზამთრე ოჯახებიც და რეგიონის კვლავ განვითარებას ჩაეყარა საფუძველი.
ისევე როგორც თუშეთში, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერი-ტორიების კანონპროექტის მიღებამ და დაცული ტერიტორიების შექმნა-განვითარებამ მნიშვნელოვანი სტიმული უნდა მისცეს სხვადასხვა რეგიონებში ჩასახლებულ ადგილობრივ თემს, რათა მათ კვლავ დაიწყონ მამა-პაპისეულ მიწებზე დაბრუნება. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა შემოთავაზებული კანონპროექტის გარშემო დაინტერესებულ მხარეთათვის ახალი პერსპექტივების განხილვასა და ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გაცემას.