შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანას აღკვეთილის მიმდებარე თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსება იწყება.
შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანას აღკვეთილის მიმდებარე თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსება იწყება.
გამოცხადდა ტენდერი არასამთავრობო ორგანიზაციის გამოვლენის მიზნით, რომელიც ტანას აღკვეთილის მახლობლად მცხოვრები ადგილობრივი თემებისთვის ინიციატივებს განახორციელებს: გამოცხადდება სხვადასხვა სახის კონკურსი, მოხდება მცირე საგრანტო პროექტების დაფინანსება, მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, მცირე და საშუალო ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ინფორმაცია აღნიშნული ტენდერის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე
ტანას აღკვეთილის მიმდებარე მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საგრანტო პროექტების დაფინანსება, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის არსებული საგრანტო პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში” ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის განმახორციელები პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია GOPA.