სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია „Sportsway Tourism“

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილმა მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია „Sportsway Tourism“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 2017 წლის 28-29 სექტემბერს, ბორჯომში სასტუმრო „Rixos Borjom“-ში გაიმართება. კონფერენცია ემსახურება საქართველოს განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს - საქართველოს როგორც მიმზიდველ ტურისტულ და კულტურულ-სპორტულ მიმართულებად დამკვიდრებას.

დავით მარკოზაშვილის განცხადებით, ტურიზმის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის. დაცული ტერიტორიების განვითარება კი პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.