ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გამოწვევების შემცირების ხელშეწყობის შესახებ იდეების მობილიზებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას (სოფ: ლევიტანა, ტუსრები, გაგულანთუბანი, ყველაანთუბანი, ზემო ბოშური, ქვემო ბოშური, დრე, ორმოცი, იფნარა, თხინალა, მღებრიანი, ბიისი, ბობნევი, იკვლევი, ხანდისი, დიდი ატენი და ფახუანთუბანი), როგორც ერთ პირს, ასევე ჯგუფს.
საგრანტო კონკურსი გამოცხადდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ (BSLD) ფარგლებში.
კონკურსი ჩატარდება: 2026 წლის 24 აპრილის 12:00 საათზე;
მდებარეობა: სოფელი ატენის ადმინისტრაციულ შენობა.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: არაუგვიანეს 2026 წლის 23 აპრილისა 17:00 საათისა;
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/tjJ8K
განაცხადი უნდა წარადგინოთ ზემოაღნიშნულ მისამართზე და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ჯამური საგრანტო ბიუჯეტი: 32,300 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599468746 ვასიკო ბუთხუზი.