ტრენინგი პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებში

ტრენინგი პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებში

2014 წლის 18 თებერვალს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, სამედიცინო კომპანია „მედესკორტმა“ თუშეთის, ლაგოდეხისა და ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ადმი-
ნიტრაციების თანამშრომელთათვის პირველადი სა-
მედიცინო დახმარების თემაზე ტრენინგი ჩაატარა.

ზაფხულის სეზონზე დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებს ათასობით ადგილობრი-
ვი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს, მათი უსაფრთხოება კი ადმინისტრაციების ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებსა თუ პარკის სხვა პერსონალის პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული ტრენინგის შედეგად, ადმინისტრაციების თანამშრომლები განავითარებენ პირველადი დახმარებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს და გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში შეძლებენ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას.

მსგავსი სახის ტრენინგები მომავალშიც არის დაგეგმილი სხვა დაცული ტერიტორიების თანამშრომელთათვის, რაც აამაღლებს ტერიტორიული ადმინისტრაციების მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციას და ეროვნულ პარკებში ვიზიტორთა ყოფნა კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო იქნება.