ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებისათვის ჩატარდება ლექცია-სემინარები საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ, ასევე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან დაცული ტერიტორიების სააგენტოში. 

დოკუმენტს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩიღოღლუმ მოაწერეს ხელი.