კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება

    

საუკუნეების მანძილზე სანაპიროს გასწვრივ ზღვის ტალღების მიერ გადაადგილებულმა ქვიშის დიუნებმა ლაგუნა ზღვის მარილიან წყალს მოსწყვიტა, მდინარე ფიჩორიდან პალიასტომში ჩადინებულმა სუფთა წყალმა ტბა გაამტკნარა და ამ ყველაფრის შედეგად სამი მეტრის სიღრმის ბუნებრივ წყალსატევში თევზის სხვადასხვა სახეობისთვის იდეალური საარსებო გარემო შეიქმნა.

ფლორა

კოლხეთის ჭაობები პირველ რიგში, თავის რელიქტური წარმოშობითაა მნიშვენლოვანი. ეს დაბლობი კაინოზოური ხანის ნაშთია - ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტისა, რომელიც დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ მთელი ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად იყო გადაჭიმული. კოლხეთს შემორჩა მცენარეები, რომელიც დღეს მხოლოდ შორეული ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვისაა დამახასიათებელი.

ჭაობებში ხარობს კოლხეთისათვის უცხო ბორეალური სახეობები – სფაგნუმის ხავსები (Spagnum imbricatum, Sp. palustre, Sp. acutiflium), მრგვალფოთოლა დროზერა (Drosera rotundiflora), ჩრდილოეთის ისლი (Carex lasiocarpa) და ალპური ზონის მცენარეები ისლი და შქერი (Rhododendron ponticum). დაჭაობებულ და ტენიან ტყეებში წარმოდგენილია მურყანი, ლაფანი, იმერული და ხართვისის მუხები თავისი კარგად განვითარებული მარადმწვანე ქვეტყით (კოლხური სურო და სხვ). დიუნების ქვიშიან ზოლში კი ხარობს ქაცვი, ძეძვი და სხვა.

მრავალფეროვანია წყალმცენარეების სახეობრივი შემადგენლობა. ტორფიანი ჭაობების პერიფერიულ ზოლში, ჭაობის მდინარეთა ხეობების გასწვრივ და აღმოცენებულ დაჭაობებულ ტყეებში 9-10 მ სიმაღლის კოლხურ-ჰირკანული მურყანი დომინირებს. აქ იშვიათად თუ გამოერევა ლაფანი, იმერული მუხა ან ნეკერჩხალი. დღემდე შემორჩა - სუროები, ლიანები, ეკალღიჯი, ბზა, იელი, შქერი, თაგვისსარა, ბაძგი და ძმერხლი.

კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიები ბოტანიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა. აქ შემორჩენილია ფლორისტული შემადგენილობით საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსები - ჭაობების, დაჭაობებული ტყეებისა და ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქვიშიანი დიუნების განსხვავებული მცენარეული დაჯგუფებები. ფიტოცენოზების კომპლექსები ძირითადად წარმოდგენილია შემდეგი სახეობებით: რძიანა, ლურჯი ნარი, კოლხური ისლი, იმერული მაწაქი, გლერძა, ზღვისპირა დედაფუტკარა, ქოთანა, ძეძვი, კუნელი, ქაცვი და სხვა.

საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობები

იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიდან საქართველოს “წითელ ნუსხაში” შესულია: კოლხური მუხა (Quercus hartwissiana), ლაფანი (Pterocarya pterocarpa), და კოლხური ბზა (Buxus colchica). დაზიანებული ფლორის წარმომადაგენლებიდან ჩამონათვალშია: იფანი (Fraxinus exscelsior), ქართული მუხა (Quercus iberica) და თხმელა (Alnus barbata); ხოლო გადაშენების პირას მისული მცენარეთა სტატუსით ორი სახეობაა - ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანი.

ფაუნა

კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 194 სახეობის ფრინველი ბინადრობს, აქ ასევე უამრავი ფრინველის ყოველწლიური მიგრაციის მარშრუტი გადის. შემოდგომაზე - ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, გაზაფხულზე - თბილი ქვეყნებიდან თავიანთი ბუდობის ადგილებისკენ, ხოლო ზოგიერთი სახეობისთვის კოლხეთი გამოსაზამთრებელ ადგილს წარმოადგენს (უფრო სამხრეთით წასვლა მათ აღარ სჭირდებათ).

ოქტომბერში შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ სამხრეთისკენ მფრინავ მტაცებლებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. სამხრეთისკენ ზღვის ნაპირს მიუყვებიან სხვადასხვა სიმაღლეზე და სისწრაფით ჰაერში მოლივლივე - კაკაჩები, ძერები, კირკიტები, მარჯნები, შევარდნები, ძელქორები, კრაზანაჭამია, თეთრკუდა, ველის და ბექობის არწივები.

ზამთარში ჩრდილოეთიდან იხვების, ბატების, გედების, კოკონებისა და ჩვამების გუნდები მოფრინავენ.

ადგილობრივად გავრცელებულია შემდეგი სახეობები: ტყის ქათმები, კაუჭნისკარტა კრონშნეპები, მელოტები, კოკონები, ქოჩორები, თეთრშუბლა ბატები, სისინა და მყივანა გედი, ხუჭუჭა ვარხვი და დიდი მყივანი არწივი იზამთრებს. ძნელად თუ შეხვდებით - საქართველოს ფაუნის ულამაზეს ფრთოსანს – კოლხურ ხოხობს.

მსხვილი ძუძუმწოვრებიდან კოლხეთის ჭაობიან ჭალებს, ტყეებსა და ბარდებში გავრცელებულია: ტურა (Canis aureus), გარეული ღორი (Sus scrofa), შველი (Capreolus capreolus) და წავი (Lutra lutra).

კოლხეთის ბინადარი ამფიბიებიდან ყურადღებას იქცევს ვასაკა და ტბორის ბაყაყი.

ქვეწარმავლებიდან - ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი, წყლის ანკარა, ესკულაპის მცურავი და ჭაობის კუა გავრცელებული.

ეროვნული პარკის ტერიტორიის იქტიოფაუნა თევზების 88 სახოებითაა წარმოდგენილი (23 გამსვლელი, 21 მტკნარი წყლის, ხოლო 44 შავი ზღვის თევზის სახეობაა). ხრტილოვანი თევზებიდან აღსანიშნავია ატლანტური ზუთხი, ხოლო ძვლოვანი თევზებიდან - შავი ზღვის ორაგული, ქაშაყი, ლობანი, ქარიყლაპია, სკუმბრია და სხვა.

საქართველოს „წითელი ნუსხის" სახეობები

აღსანიშნავია, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკში საქართველოს „წითელი ნუსხის“ 6 სახეობის ძუძუმწოვარია გავრცელებული. ზღვის ძუძუმწოვრები წარმოდგენილი არიან დელფინების 3 სახეობით: აფალინა (Tursiops truncatus), თეთრგვერდა დელფინი (Delphinus delphinus) და ზღვის ღორი (Phocoena phocoena).
პარკის წყლის ეკოსისტემებში გვხვდება: სვია (Huso huso), ფორეჯი (Acipenser sturio), ატლანტური ზუთხი (Acipenser stelatus), შავი ზღვის ორაგული (Salmo fario (truta) morpha), ღორჯო - მექვიშია (Gobius (Neogobius) fluvatilis) და მორევის ნაფოტა (Rutilus frisii).

ენდემური სახეობები

არსებული მონაცემებით დღეისათვის ეროვნულ პარკში 16 ენდემური წვრილი ძუძუმწოვარი ბინადრობს, მათგან აღსანიშანავია: აღმოსავლეთევროპული
ზღარბი (Erinaceus concolor), კავკასიური თხუნელა (Talpa caucasica), ჯუჯა ღამორი (Pipistrellus pipistrellus), ჩვეულებრივი ფრთაგრძელი (Miniopterus schreibersii), მცირე ტყის თაგვი (Sylvamus uralensis), კავკასიური ტყის თაგვი (Sylvaemus fulvipectus) და სხვ.

AYAMJP https://tumurunmuseum.org/jepang/ https://elearning.polsa.ac.id/rusia/ https://ayamkuy.com https://istanakaktus.com https://ayamkuy.com https://cupangjp3.com https://madrasahku.minorrahman.sch.id/vendor/sl777/ https://madrasahku.minorrahman.sch.id/vendor/sto2/ https://madrasahku.minorrahman.sch.id/vendor/thailand/ https://tumurunmuseum.org/tiket/dana/ https://tumurunmuseum.org/tiket/hitam/ https://tumurunmuseum.org/tiket/luar/ https://tumurunmuseum.org/tiket/maxwin/ https://tumurunmuseum.org/tiket/qris/ https://tumurunmuseum.org/tiket/robopragma/ https://tumurunmuseum.org/tiket/sl777/ https://tumurunmuseum.org/tiket/sto2/ https://tumurunmuseum.org/tiket/thailand/ https://uml.ac.id/hitam/ https://stikessuryaglobal.ac.id/dana/ https://stikessuryaglobal.ac.id/hitam/ https://stikessuryaglobal.ac.id/luar/ https://stikessuryaglobal.ac.id/maxwin/ https://stikessuryaglobal.ac.id/qris/ https://stikessuryaglobal.ac.id/robopragma/ https://stikessuryaglobal.ac.id/sl777/ https://stikessuryaglobal.ac.id/sto2/ https://stikessuryaglobal.ac.id/thailand/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/dana/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/hitam/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/luar/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/maxwin/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/qris/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/robo/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/sl777/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/sto2/ https://pmb.umsi.ac.id/vendor/thailand/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/dana/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/hitam/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/luar/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/maxwin/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/qris/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/robopragma/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/sl777/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/sto2/ https://pintar.bbpkjakarta.or.id/thailand/ https://elearning.minorrahman.sch.id/dana/ https://elearning.minorrahman.sch.id/hitam/ https://elearning.minorrahman.sch.id/luar/ https://elearning.minorrahman.sch.id/maxwin/ https://elearning.minorrahman.sch.id/qris/ https://elearning.minorrahman.sch.id/robo/ https://elearning.minorrahman.sch.id/sl777/ https://elearning.minorrahman.sch.id/sto2/ https://elearning.minorrahman.sch.id/thailand/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/sdana/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/sluar/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/smax/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/stto/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/s777/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/sthai/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/sqris/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/robo/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/shitam/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/amerika/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/china/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/eropa/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/jepang/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/kamboja/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/rusia/ https://sifa.iaiyasnibungo.ac.id/taiwan/