ტყის კატის ბილიკი

/11 კმ. 4-5 სთ. მარტივი/

11 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკი ერთმანეთს აკავშირებს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ცენტრალურ შესასვლელს და გურგენიანის რეინჯერთა სადურს, ნინოსხევის ჩანჩქერის და მარტოტის ტბის ბილიკის დასაწყისს. ბილიკი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საინფორმაციო ცენტრიდან, გადაკვეთს მდინარე შრომისხევს და დაახლოებით 4 კმ-ის შემდეგ შრომის საყდარს. გაივლის ნინიგორის ქედს, მდ. ნინოსხევის აღმოსავლეთ სანაპიროს და მიდის გურგენიანის რეინჯერთა სადგურამდე. ბილიკი გაივლის ფართოფოთლოვან შერეულ ტყეს, რომელიც მდიდარია გარეული ცხოველებით: ტყის კატა, შველი, გარეული ღორი, ფოცხვერი და სხვა.

 

ფოტო გალერეა

რუკა

GPX-Track