მარტოტის ტბა
/ 36 კმ. 3 დღე. საშუალო სირთულის/
მარშუტი 1
- ბილიკი გამოირჩევა ლანდშაფტური მრავალფეროვნებით - ალაზნის ველისა და დიდი კავკასიონის ულამაზესი ხედებით.
- ტური იწყება კაბალჰესიდან (სოფ. ბაისუბნიდან 20 წუთის გზა ავტომანქანით) და ალპური ზონისკენ, შედარებით დამრეცი ბილიკით მიემართება.
- პირველი დღე - კაბალჰესიდან “თელიანის” საბანაკე (საკარვე) ადგილამდე მანძილი 10 კმ (კაბალჰესი 490 მ.ზ.დ. – “თელიანის” საბანაკე (საკარვე) ადგილი 1650 მ.ზ.დ.).
- მეორე დღე - გადაადგილება თელიანიდან მარტოტის ტბის მიმართულებით, მანძილი 9.5 კმ., და ღამისთევა საკარვე ადგილი ,,მარტოტის ტბა“ 2850 მ.ზ.დ.
- მესამე დღე - გამგზავრება მარტოტის ტბის საკარვე ადგილიდან გურგენიანის რეინჯერთა სადგურამდე. მანძილი - 16.5 კმ;
შენიშვნა: მარტოტის ტბის მონახულებისას, სასაზღვრო პოლიციასთან რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მარშუტი 2
- ბილიკი გამოირჩევა ლანდშაფტური მრავალფეროვნებით - ალაზნის ველისა და დიდი კავკასიონის ულამაზესი ხედებით.
- ტური იწყება გურგენიანის რეინჯერთა სადგურიდან და ალპური ზონისკენ, შედარებით დამრეცი ბილიკით მიემართება.
- პირველი დღე - გურგენიანის რეინჯერთა სადგურიდან “თელიანის” საკარვე ადგილამდე. მანძილი 16.5 კმ (გურგენიანის რეინჯერთა სადგური 600 მ.ზ.დ. - მარტოტის ტბის საკარვე ადგილი 2850 მ.ზ.დ.).
- მეორე დღე - გადაადგილება მარტოტის ტბის საბანაკე ადგილიდან, მარტოტის ტბის გავლით თელიანის საბანაკე ადგილამდე, მანძილი 9.5 კმ., და ღამისთევა საკარვე ადგილი ,,თელიანი” 1650 მზ.დ.
- მესამე დღე - გამგზავრება “თელიანის” საკარვე ადგილიდან კაბალჰესის მიმართულებით. მანძილი - 10 კმ;
შენიშვნა: მარტოტის ტბის მონახულებისას, სასაზღვრო პოლიციასთან რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.