ძველი ნასახლარები

/ 8 კმ. 2-3 სთ. მარტივი /

8 კმ სიგრძის საფეხმავლო - საცხენოსნო ბილიკი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საინფორმაციო ცენტრიდან და თავდაპირველად მიუყვება მდ. შრომისხევის აღმოსავლეთ ნაპირს, დასაწყისიდან 2 კმ-ში ვიზიტორს შეხვდება საპიკნიკე ფანჩატური, გადაკვეთს მდ. შრომისხევს და შრომისხევის დასავლეთ ნაპირს ჩამოუყვება. დაახლოებით 2 კილომეტრის გავლის შემდეგ ვიზიტორს შეხვდება დაბლობი, სადაც კარგად ჩანს ძველი დასახლების კვალი. ტერიტორია მდიდარია ისეთი დიდი ზომის ხე-მცენარეებით, როგორიცაა:  ცაცხვი, წიფელი, ნეკერჩხალი და სხვა. გზად შესაძლებელია შეგხვდეთ: შველი, კეთილშობილი ირემი, გარეული ღორი და 5 სახეობის კოდალა.

 

ფოტო გალერეა

რუკა

GPX-Track