პირველი ბილიკი

საფეხმავლო, მარტივი მარშრუტი, იწყება დაცული ტერიტორიების შესასვლელიდან და დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის, უნიკალური კარსტრული მღვიმის, მუზეუმის, კოლხური ტყისა და ველური ფუტკრის საბინადრო გარემოს გავლით მიემართება შუშის პანორამული გადასახედისკენ. აქვეა საგამოფენო დარბაზი, ხოლო შუშის პანორამული გადასახედიდან  იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედი იშლება.