სიყვარულის ციხე
/ 8 კმ, 5 სთ, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის /
მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელ ომალოს ხედები, შერეული ტყის ჰაბიტატი, ფრინველთა მრავალფეროვნება, სიყვარულის ციხე.
მარშრუტი იწყება სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრიდან და შენაქოსაკენ მიმავალ სამანქანო გზას მიუყვება. გზა ხეობაში ჩადის და დაღმართზე პირველივე მოსახვევიდან ხელმარცხნივ საფეხმავლო ბილიკით გრძელდება. შემდეგ იგი მიდის ბეწვის ხიდამდე. მდინარეზე გადასვლის შემდეგ, უხვევს ხელმარცხნივ და ციხის ნანგრევებთან მივყავართ. ამ ადგილს „სიყვარულის ციხეს“ უწოდებენ. ხალხური გადმოცემით, აქ თუ ჩაიფიქრებ სურვილს სიყვარულზე, აუცილებლად შეგისრულდება. სასმელი წყალი ხელმისაწვდომია ვეძის მიმდებარე ტერიტორიაზე. მარშრუტზე მოგზაურობისას შესაძლებელია ნიამორების დანახვა და ფრინველებზე დაკვირვება.
გიდები:
-
ირმა ჭვრიტიძე - 557 43 67 97
-
ლევან სულაკაური - 593 74 40 90
-
გიორგი იჭირაული - 599 06 83 41
-
ლევანი ხოკერაშვილი - 598 10 49 78