პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი.
ვიზიტორთა ცენტრი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი.
პრომეთეს მღვიმის 1 საათიანი მარშრუტი არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებს გაივლის და ვიზიტორთა სურვილისამებრ, ქვეითი ან სანაოსნო გზით, მღვიმეში მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15 წუთიანი გასეირნებით მთავრდება.
მომსახურების სახეები და ღირებულება
- ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო
- ბილეთი, 18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა – 16 ლარი
- ბილეთი 6 წლიდან 18 წლამდე საქართველოს მოქალაქე, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი პირებისათვის - 5.50 ლარი
- ბილეთი საქართველოს მოქალაქე, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი პირი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთათვის - 5 ლარი
- ბილეთი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გარდა არასრულწლოვნებისა - 40 ლარი
- ნავით გასეირნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 30 ლარი
- ნავით გასეირნება ფასდაკლებით საქ.მოქალაქე/რეზიდენტისთვის – 14 ლარი
- აუდიოგიდი - 7 ლარი
- ტურისტული სააგენტოს გიდები (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) - უფასო;
- მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი - უფასო
- სამოქალაქო ქორწინების გაფორმების ცერემონიალი - 100 ლარი
- VIP მომსახურეობა ( მოიცავს ვიზიტორთა შესვლას, და ბილეთის ფასში შემავალი სერვისებით სარგებლობას სამუშაო საათების განმავლობაში მათთვის სასურველ დროს. პერსონალური ინდივიდუალური გამყოლის თანხლებით, ცოცხალი რიგის გვერდის ავლით) - 200 ლარი + ბილეთი
თუ გსურთ ისარგებლოთ დამატებითი ნავით გასეირნების სერვისით, აუცილებელია ნაყიდი გქონდეთ შესასვლელი ბილეთიც.
თუ ყიდულობთ ფასდაკლებულ ბილეთს საქართველოს მოქალაქესთვის, აუცილებელია ადგილზე წარადგინოთ მოქმედი პირადობის დამადასტურებული მოწმობა ან პასპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტზე შესასვლელად დაგჭირდებათ სტანდარტული ბილეთის შეძენა.
ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება.
კომბო შეთავაზება:
პრომეთეს მღვიმე + ნავენახევის მღვიმე
- ბილეთი, 18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 20 ლარი;
- ბილეთი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 45 ლარი;
პრომეთეს მღვიმე + სათაფლიას მღვიმე + ნავენახევის მღვიმე
- ბილეთი, 18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 35 ლარი;
- ბილეთი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 75 ლარი;
პრომეთეს მღვიმე + მარტვილის კანიონი + ნავენახევის მღვიმე
- ბილეთი, 18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 35 ლარი;
- ბილეთი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 85 ლარი;
პრომეთეს მღვიმე + მარტვილის კანიონი + ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი
- ბილეთი, 18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 38 ლარი;
- ბილეთი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 90ლარი;
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე
სამუშაო დღეები: ყოველდღე
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი - ბეტო მიქაძე
ტელ: 577 10 14 17 | ელ-ფოსტა: beto.promete@gmail.com
გოგა ბარაბაძე (იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსი)
ტელ: 577 10 14 42

