ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

 ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სახრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე მდებარეობს და ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკსა და არწივის ხეობის, ალაზნის ჭალისა („კაკლის ყურე“) და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანების ბუნების ძეგლებს აერთიანებს.

ვიზიტორთა ცენტრი:  ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. N 5

ვაშლოვანის უნიკალურ ლანდშაფტს, ტყისა და ჭალის ეკოსისტემებს, სემიარიდულ ტერიტორიებს, ქარის გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილ ეროზირებულ მთებს, რომლებსაც „არეულებს“ ეძახიან, კანიონებს, ხეობებსა და ხრამებს 7 მარშრუტი ფარავს და ვიზიტორებს 1 და 2 დღიანი სამანქანო, ველო და საფარიტურების ფართო არჩევანს სთავაზობს.  

 

    


 

 

 

ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ ან დაგეგმოთ:

  • ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შესვლის ფასი -5 ლარი, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის -2 ლარი
  • ტახტი-თეფას ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე შესვლის ფასი - 5 ლარი, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის -2 ლარი
  • ალაზნის ჭალას („კაკლის ყურე“) ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე შესვლის ფასი - 5 ლარი, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 2 ლარი
  • კარავი -10 ლარი;
  • საკარვე ადგილი - 1 ადამიანი - 5 ლარი;
  • პარალონი - 1 დღე - 3 ლარი
  • საძილე ტომარა - 5ლარი;
  • ძირსაგები -  3ლარი;
  • ზურგჩანთა - 5 ლარი;
  • ჭოგრიტი - 10 ლარი;
  • საკონფერენციო დარბაზი (35 ადამიანზე) -1 დღე -130 ლარი;
  • სპორტული თევზაობა - 1 ადამიანი- 5 ლარი    
  • ვაშლოვანის ეროვნული პარკის (მათ შორის, მოიცავს: მიჯნის ყურეს, შავ მთას, პანტიშარას, დათვის ხევს, ცენტრალურ ბუნგალოებს, ვაშლოვანის დაცვისსადგურს და ვოლიერს) ტერიტორიაზე ავტომობილით შესვლის ფასი - 1 ავტომობილი 5 ლარი. ფასი სკოლის მოსწავლისთვის და სტუდენტისთვის  - 2 ლარი
  • ტახტი - თეფას ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ავტომობილით შესვლის ფასი - 1 ავტომობილი 5 ლარი. ფასი სკოლის მოსწავლისთვის და სტუდენტისთვის - 2 ლარი
  • ალაზნის ჭალას ("კაკლის ყურე") ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ავტომობილით შესვლის ფასი - 1 ავტომობილი 5 ლარი. ფასი სკოლის მოსწავლისთვის და სტუდენტისთვის - 2 ლარი

 შენიშვნა: დღიური ლიმიტი განისაზღვრება 20კგ- მდე (იმ შემთხვევაში თუ დაჭერილი ერთი თევზის წონა აღემატება 20 კგ.-ს, დასაშვებია მხოლოდ ერთი ცალი თევზის დაჭერა)

 

ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში, აქტიური სეზონი კი მაისიდან ნოემბრის ჩათვლით გრძელდება

  • ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული (აპრილი) და შემოდგომა (ოქტომბერი-ნოემბერი).
  • სპორტულ-სამოყვარულო თევზაობისათვის საუკეთესო პერიოდია აპრილიდან ივლისის ბოლომდე.
  • მცენარეთა ენდემური სახეობების (ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა, ველის იორდასალამი და სხვ.) ყვავილობის პეროდია აპრილიდან მაისის ბოლომდე.
  • საკმლის ხის ნაყოფის მწიფობა და თრიმლის ფოთლების შეფერილობის ცვლილება გრძელდება სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით.

გაფრთხილება

სასაზღვრო ზონაში მოგზაურობის შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალური გადაადგილების საშვის მიღება შემდეგ ლოკაციებზე:

მიჯნისყურე, კაკლისყურე, ჰერეთის ფონი, ტახტი - თეფა, ქურციკების ვოლიერი, ახისწყალი.

საშვის მიღება შესაძლებელია ონლაინ ფორმის შევსების მეშვეობით: ბმული


შენიშვნა: * საზღვრისპირა ტერიტორიაზე - მიჯნისყურე, ტახტი-თეფასა და კაკლის ყურეში გადაადგილებისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში (ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. N 5), რისთვისაც თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

შენიშვნა: ** ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით



განთავსება

  • ერთადგილიანი ნომერი ვიზიტორთა ცენტრში, ქ. დედოფლისწყაროში: 40 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 25 ლარი;
  • ორადგილიანი ნომერი ვიზიტორთა ცენტრში, ქ. დედოფლისწყაროში: 50 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 25 ლარი;
  • ორადგილიანი ნომერი ვიზიტორთა ცენტრში (ლუქსი): 60 ლარი, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 35 ლარი;
  • ორადგილიანი ბუნგალო ვაშლოვანში: 40 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 20 ლარი;
  • სამადგილიანი ბუნგალო მიჯნისყურეში: 1 დდღე - 3 ადგილი - 50 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 30 ლარი.
 

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ნინო სეთურიძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი

ტელ: 577 10 18 49, ელფოსტა: nseturidze13@gmail.com

დალი თავდიდიშვილი, ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი

ტელ: 591 04 67 00

 

 

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე
ბილიკები
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ Google Map-ზე