ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შესვლამდე აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში!

ფეისბუქის გვერდი: ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი/Borjomi-Kharagauli National Park

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი  საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იმერეთის, ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს. ეროვნულ პარკს  ვიზიტორთა ცენტრები აქვს ბორჯომსა და ხარაგაულში.

ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი: ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. N 23

ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრი: დაბა ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. N 17

პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების დიდ არჩევანს იძლევა და ჯამში 12 მარკირებულ და კეთილმოწყობილ ბილიკს მოიცავს. ნაძვნარებით, ფიჭვნარებით, სოჭნარებითა და შერეული წიწვოვანი ტყეებით განთქმული ტერიტორია ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების, კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს. 

 

 

 

 


ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:

  • კარავი - 10 ლარი;

  • საძილე ტომარა - 5 ლარი;
  • პარალონი - 3 ლარი;
  • ზურგჩანთა - 1 დღე 5 ლარი;
  • საკონფერენციო დარბაზი ბორჯომში (50 ადამიანზე) - 122 ლარი;
  • საკონფერენციო დარბაზი ხარაგაულში (25 ადამიანზე) - 65 ლარი;
  • ველოსიპედი - 35 ლარი;  სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 25 ლარი;
  • თოვლის ფეხსაცმელი - 15 ლარი, ყოველი დამატებითი დღე 10 ლარი;
  • შემნახველი საკანი (1 ცალი)  - 12 საათი 2  ლარი, 1 დღე 3 ლარი.
  • საკარვე ადგილი - 1 ადამიანი - 5 ლარი;
  • საპიკნიკე მაგიდა აწყურის შესასვლელთან - 1 დღე 10 ლარი; სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 5 ლარი;
  • ცხენის ქირაობა ლიკანში -1 დღე - 60 ლარი; საკონტაქტო პირი: ჯემალ ღონღაძე, ტელ: : + 995  591 81 90 39
  • ცხენის ქირაობა - 1 დღე - 80 ლარი; საკონტაქტო პირი: ნუგზარ აიწურაძე, ტელ: : + 995  577 10 18 28  (გამყოლისათვის 30 ლარი)

შენიშვნა 

ეროვნული პარკის საცხენოსნო მარშრუტებზე გასასვლელად, საჭიროა რეგისტრაციის გავლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრებში: ბორჯომში ან ხარაგაულში.

 

სამუშაო საათები:

09:00 - 18:00 - ორშაბათი-პარასკევი

09:00 - 16:00 - შაბათ-კვირა

წლის მანძილზე დასვენების დღეები: 1 იანვარი, 7 იანვარი და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

 

ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში

  • კავკასიური დეკას და ორქიდეას ყვავილობის პერიოდი გრძელდება მაისიდან ივნისამდე.
  • თოვლის ფეხსაცმლით ლაშქრობა შესაძლებელია დეკემბერიდან თებერვლის ჩათვლით.

 

განთავსება

  • ნეძვის აღკვეთილის ტურისტული თავშესაფარი - 1 დღე 1 ადამიანი - 25 ლარი
  • ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში - 1 ადამიანი - 20 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი;
  • ღამისთევა მარელისის სასტუმროში: 1 ადამიანი - 25 ლარი;
  • სასტუმრო ვიზიტორთა ცენტრთან (8 ადგილი), ბორჯომში - საკონტაქტო პირი, გიორგი ოქრუაშვილი,  ტელ: +995 596 08 48 48
  • აწყურის ბანაკი (70 ადგილი), ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აწყურის შესასვლელში; საკონტაქტო პირი, ნიკოლოზ სარჯველაძე, ტელ: +995 599 75 75 57

 

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ბორჯომში - ნინო ავეტისიანი 

ტელ: 577 64 04 44  |  ელფოსტა: nino.avetisian@gmail.com  

 

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე 
ბილიკები 
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ Google Map-ზე