კოლხეთის ეროვნული პარკი

 

 

კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში და მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებს. პარკში განსაკუთრებულად საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე.

ვიზიტორთა ცენტრი:  ქ. ფოთი, მალთაყვის უბანი, გურიის ქ. N 222

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ტურისტებს პალიასტომის ტბაზე, მდინარეების ფიჩორისა და ჭურიის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

 ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ ან დაგეგმოთ:

  • კარავი - 10 ლარი - 1 დღე 

  • საკარვე ადგილი - 1 ადამიანი - 5 ლარი - 1 დღე

  • საპიკნიკე ადგილი (ჭურია) - 1 დღე- 30 ლარი

  • ჭოგრიტი - 10 ლარი - 1 დღე

  • პანტონი - მოკლე მარშრუტი მდ. ჭურიაზე (თოკების პარკისთვის) - 1-14 ადამიანზე - 150 ლარი 

  • კატერი - მოკლე მარშრუტი მდ.ჭურიაზე (თოკების პარკებისთვის) - 1-3 ადამიანზე - 50 ლარი

  • ტური კატერით მდ. ჭურიაზე - 120 ლარი;

  • ღამისთევა მდ.ფიჩორის ხეობაში არსებულ კოტეჯში - 1 დღე - 120 ლარი; 

  • კაიაკით გასეირნება ჭურიის მდინარეზე -  ორადგილიანი - 15 ლარი, ხანგრძლივობა (ორივე გზა) – 1 სთ, მარშრუტის სიგრძე (ერთი გზა) 9 კმ

  • პანტონით გასეირნება მდ. ჭურიაზე - 1-14 ადამიანზე - 250 ლარი - ხანგრძლივობა 2 სთ

  • ნიჩბიანი ნავით გასეირნება ანაკლიაზე (ჭურიის უბანი): 1-3 ადამიანზე - 20 ლარი, ხანგრძლივობა 1 სთ

  • თოკების პარკი (მარშუტი მოზარდებისთვის ) 1 ადამიანი 20 ლარი

  • თოკების პარკი (მარშუტი საოჯახო) 1 ადამიანი 15 ლარი

      

ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში

  • ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია  ადრეული გაზაფხული და შემოდგომა.
 
შენიშვნა: ვიზიტორთა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, უამინდობის დროს ტურები არ ხორციელდება

  

განთავსება

  • ღამისთევა ანაკლიის ტურისტულ თავშესაფარში - 1 ადამიანი - 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი.

  • ღამისთევა მდ. ფიჩორის ხეობაში არსებულ კოტეჯში - 120 ლარ - 1 დღე

 

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი:

ტელ: (+995) 591 96 87 85  |   ელ. ფოსტა: Nina_gujabidze@yahoo.com

 

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე
ბილიკები
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ Google Map-ზე